სემეკის საჯარო სხდომაზე  „საქართველოს მელიორაციამ“ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი რეგულაციების შესრულებისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებელთან კომუნიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე, შპს „საქართველოს მოლიორაციამ“ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სემეკში ანგარიში წარადგინა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიის საჯარო სხდომაზე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სემეკის გადაწყვეტილებით კომპანიას დაევალა დეფიციტის პირობებში წყლის მიწოდების არეალების განსაზღვრასთან და ასევე, კომისიასთან ერთობლივად შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისთვის განსახორციელებელი ღონისძიების გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ კომისიაში ინფორმაციის წარდგენა 1-ელ აგვისტომდე.

„ასევე, შპს „საქართველოს მელიორაციას“ 15 ივნისამდე განესაზღვრა ვადა წესებთან შესაბამისობაში მყოფი აღრიცხვიანობის გეგმის კომისიაში წარსადგენად.

აღსანიშნავია, რომ სემეკის რეგულირების პირველივე წელს, შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ პირველად გამოქვეყნდა წყლის მიწოდების რეჟიმი, სადაც ასახულია საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, ასევე განისაზღვრა წყლის მიწოდების წერტილები და რწყვის ოპერაციების ჯერადობა, აგრეთვე ტბორებისთვის დადგინდა წყლის მოხმარების ნორმები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება