კახა კალაძე - არ ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული, არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ - პირიქით, უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები, კიდევ უფრო მეგობრული გავხადოთ

„ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, დედაქალაქის მერ კახა კალაძეს არც პირადი და არც თანაგუნდელების დასანქცირების მოლოდინი არ აქვს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებას ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ სანქციების ქვეშ მოექცეს.

„პრობლემას ვერ ვხედავ, არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული. არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ, როგორ შეიძლება, სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში კანონს იღებენ და ამის უფლება, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა, მაგალითად დეპუტატებს და ხელისუფლებას, რომელიც დღეს მთავრობის სახითაა წარმოდგენილი. როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე სანქცია გამოიცეს. ხომ წარმოუდგენელია?! ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება.

პირიქით, უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები. კიდევ უფრო მეგობრული გავხადოთ და პარტნიორობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ამ შემართებით უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და ევროპული მომავლისკენ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს