ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების მიერ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს

ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების მიერ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს.

დოკუმენტის ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 11:00 საათიდან მიდიან.

„ქართულ ქარტიას“ ხელი უკვე მოაწერეს შემდეგმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა: გია გაჩეჩილაძე - „მწვანეთა პარტია“; ეკა ბესელია - პარტია „სამართლიანობისთვის“; პაატა დავითაია - „ევროპელი დემოკრატები“; ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“; ელენე ხოშტარია - „დროა“; თაკო ჩარკვიანი; მამუკა ხაზარაძე - „ლელო“; ნიკა მელია - პარტია "ახალი"; ქეთევან თურაზაშვილი - პარტია "მოქალაქეები"; ირაკლი ჯამბურია - ,,თავისუფლება - გამსახურდიას გზა"; "მოძრაობა ხალხისთვის" - კახაბერ დვალიშვილი; "სტრატეგია აღმაშენებელი" პაატა მანჯგალაძე; "ევროპული საქართველო" - გიგა ბოკერია; "რესპუბლიკური პარტია" - დავით ბერძენიშვილი; თინა ბოკუჩავა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე; "ეროვნულ - დემოკრატიული პარტია" - ბაჩუკი ქარდავა.

ხელმოწერების პროცესი გრძელდება.

„ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმადვე, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.

ქარტიაში საუბარია „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.

რას ითვალისწინებს პრეზიდენტის შეთავაზება - "ქართული ქარტიის" სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება