ნიდერლანდები უკრაინას მის მიერ მიწოდებული F-16-ებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლება მისცემს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენის განცხადებით, F-16 ტიპის 24 მოიერიშე თვითმფრინავი, რომელთა გადაცემასაც ნიდერლანდები უკრაინისთვის აპირებს, შესაძლოა, რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენონ.

POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში ოლონგრენმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები არ დააწესებს შეზღუდვებს, როგორც ეს იყო ბელგიის შემთხვევაში, რომლის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ კიევი გააფრთხილა, რომ F-16-ებით არ შეუტიოს სამიზნეებს რუსეთის საჰაერო სივრცეში.

ოლონგრენის განმარტებით "ბელგიურ სტილში შეზღუდვები არ არსებობს".

„ჩვენ ვიყენებთ იგივე პრინციპს, რაც გამოვიყენეთ ნებისმიერი სხვა შესაძლებლობების მიწოდებაზე: როგორც კი მათ გადავცემთ უკრაინას, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ისინი. ჩვენ მათ მხოლოდ იმას ვთხოვთ, რომ პატივი სცენ საერთაშორისო კანონს და თავდაცვის უფლებას, როგორც ეს ნათქვამია გაეროს წესდებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი იყენებენ მას სამხედრო მიზნების მისაღწევად, რაც თავდაცვის მიზნით სჭირდებათ“, - დასძინა მან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება