აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - აჭარის შესახებ სამოგზაურო კონტენტი 10-ზე მეტი ქვეყნის „იფლუენსერმა“ გამოაქვეყნა

უცხოელი ჟურნალისტებისა და „ინფლუენსერების“ აჭარაში მოგზაურობა გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჯერად, რეგიონს მედიის წარმომადგენლები სომხეთიდან, ლიეტუვადან, ესტონეთიდან, უზბეკეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან სტუმრობდნენ.

„ინფლუენსერები“ ძველ ბათუმს, ბულვარს და ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სტუმრობდნენ. ასევე დაათვალიერეს გონიოსა და პეტრას ციხეები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ქედის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და მტირალას ეროვნული პარკი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად აგრძელებს მედიატურების ორგანიზებას, როგორც ევროპული, ისე აზიური ქვეყნებიდან. პარალელურად, გრძელდება აჭარის შესახებ სტატიების, სიუჟეტებისა და სამოგზაურო კონტენტის გამოქვეყნება სამიზნე ქვეყნების მედიაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში. მედიატურების მხრივ განსაკუთრებით აქტიური მაისის თვე იყო, რომლის განმავლობაშიც რეგიონს 10-ზე მეტი ქვეყნის ჟურნალისტი და ბლოგერი სტუმრობდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება