„არემჯი“ ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "არემჯი" ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანია „არემჯის“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით ღონისძიებას ოქროსფერი ღვინის ქალაქმა მეორედ უმასპინძლა.

„გვიხარია, რომ ძალიან დიდი ჩართულობაა, მაღალია ინტერესი როგორც მეღვინეების, ასევე ფესტივალზე ჩამოსული სტუმრების მხრიდან. ჩვენ 7 წლის წინ ავიღეთ პასუხისმგებლობა ბოლნისური მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობაზე. სწორედ ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია ბოლნისის ღვინის ფესტივალი, რომელიც ჩვენი მხარდაჭერით ყოველწლიურად გაიმართება“, - განაცხადა კახაბერ მჭედლიშვილმა, არემჯის კორპორაციულმა დირექტორმა.

მათივე ინფორმაციით, დაცული ადგილწარმოშობის დასახელება, ღვინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც საქართველოს 29 ადგილწარმოშობას აერთიანებს. ფესტივალის მიზანს, მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ ცნობადობის გაზრდა და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს. წელს ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის 50-მდე მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.

„ღონისძიების ფარგლებში 28 მაისს, ბოლნისის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი გაიმართა, რომელიც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტადარტით ჩატარდა.

საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურიმ, ენოლოგებმა, ღვინის ექსპერტებმა და მეღვინეებმა საქართველოს 6 რეგიონიდან, 21 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, 87 ღვინის ნიმუში დააგემოვნეს.

კონკურსის გამარჯვებულები ფესტივალის მსვლელობის დროს საზეიმოდ გამოვლინდნენ. წელს ჟიურიმ 10 ოქროსა და 38 ვერცხლის მედალოსანი ღვინო დაასახელა.

ფესტივალი მუსიკალურად გააფორმეს ტრიო „ალილომ“ და კვარტეტ „რანინამ“, დღის მანძილზე გაიმართა სხვადასხვა გათამაშებები და შემეცნებითი აქტივობები.

ფესტივალის წარმდგენი იყო არემჯი, მხარდამჭერები: მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი, საქპატენტი.

არემჯის ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტები, გაეროს გლობალური შეთანხმების მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში. ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამა, სწორედ მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო & ეკონომიკური ზრდა) ეხმიანება და ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალიც ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტია“, ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის