პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას - როგორ შეიძლება ხელისუფლების ამოცანა ყოველდღიურად საკუთარი მოსახლეობის დაღლა, დაშინება და დეზინფორმირება იყოს - ამას ემსახურება თქვენი ყველა განცხადება

ტერმინები მაინც შეცვალეთ, რუსები ამბობენ, რომ უკრაინაში უკრაინელ ფაშისტებს ებრძვიან, აქ კობახიძე ამბობს, რომ ლიბერალ ფაშისტებს ებრძვით საქართველოში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა

მისი თქმით, ყოველდღიურად ხელისუფლების ამოცანა მოსახლეობის დაღლა, დაშინება და დეზინფორმირება არ უნდა იყოს.

„მართლა ვერ ხვდებით თქვენი განცხადებებით რომ ღიად რუსულ პროპაგანდაზე და რუსული საქმის კეთებაზე გადახვედით?

რუსული საქმე არ არის როცა თქვენი ყველა განცხადება ემსახურება საზოგადოებაში ევროკავშირისა და აშშ-ს მიმართ უნდობლობის გაღვივებას, საზოგადოების ერთმანეთზე დაგეშვას, ძალადობის წახალისებას?

როგორ შეიძლება ხელისუფლების ამოცანა ყოველდღიურად საკუთარი მოსახლეობის დაღლა, დაშინება და დეზინფორმირება იყოს - ამას ემსახურება თქვენი ყველა განცხადება.

რუსეთიც ხომ ასე მუშაობს, რომ სისტემატიურად გაავრცელოს დეზინფორმაცია, დათრგუნოს და დააშინოს მოსახლეობა, ფიზიკურად გაუსწორდეს განსხვავებული აზრის მქონე ორგანიზაციებს და მოქალაქეებს, ევროპა და აშშ წარმოაჩინოს მტრად, მთავარ საფრთხედ და ამის ფონზე თვითონ გამოჩნდეს უკეთესი.

ტერმინები მაინც შეცვალეთ, რუსები ამბობენ, რომ უკრაინაში უკრაინელ ფაშისტებს ებრძვიან, აქ კობახიძე ამბობს, რომ ლიბერალ ფაშისტებს ებრძვით საქართველოში.

მოეშვით ამ მავნებლობებს. თქვენ არანაირი ხალხის პრობლემების მომგვარებლები არ ხართ და რაც დაგრჩენიათ ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, ახალ პრობლემებს მაინც ნუ დაუმატებთ ჩვენს მოქალაქეებს.

საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა!

საქართველო იქნება ძლიერი და ერთიანი!

ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!” - განაცხადა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება