ვიქტორ სანიკიძე - რობოტებივით დგანან და იმეორებენ: „რუსული კანონი“ - ვითომ „გულანთებული ახალგაზრდების“ სახელით  მოქმედებენ, მაგრამ ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენლები აღმოჩნდებიან ხოლმე

რობოტებივით დგანან და იმეორებენ - „რუსული კანონი“ - ისინი ვითომ გულანთებული ახალგაზრდების“ სახელით მოქმედებენ, მაგრამ ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენლები აღმოჩნდებიან ხოლმე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტზე საუბროსას განაცხადა, რა დროსაც მას "მოღალატე" და "მონა" უწოდეს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრებზე ამ ყველაფერს გავლენა არ აქვს და აღნიშნა, რომ „უნდა ვამხილოთ, ეს „გულანთებული ახალგაზრდები“ რას და ვის წარმოადგენენ".

„რობოტებივით დგანან და იმეორებენ - "რუსული კანონი". გუშინ ვიკითხე, რატომ იყო "რუსული კანონი", რაზეც ცნობილი პასუხი მივიღე - „იმიტომ". რამდენადაც დიალოგში შევდივართ და არგუმენტებს ვითხოვთ მათგან, იხლართებიან და რაღაც სიცრუეს და ტყუილებს გვპასუხობენ. გარკვეულ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე. კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში, ეს ქალბატონი „ჭიჭე“ ვაშაძის პარტიის წევრია და თუ ეს არ უქმნის უხერხულობას, არც ამ საქციელზე ექნება განსხვავებული სენტიმენტები. ისინი ვითომ გულანთებული ახალგაზრდების სახელით მოქმედებენ, მაგრამ მოკვლევის შემდეგ ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენლები აღმოჩნდებიან. ეს არის რეალობა და ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა ვამხილოთ ისინი. თავად იფუჭებენ საქმეს, კარგია ასე გააგრძელონ, საზოგადოება აუცილებლად გასცემს საკადრისს პასუხებს. ჩვენზე ამ ყველაფერს გავლენა არ აქვს და უნდა ვამხილოთ, ეს "გულანთებული ახალგაზრდები" რას და ვის წარმოადგენენ," - განაცხადა სანიკიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო