მამუკა ხაზარაძე - როცა ამერიკელების და ევროპელების ინვესტიციას, რეკეტის სახით ართმევ ინვესტორებს, მათ ხარჯზე შემოგყავს კომპანია, რომელიც სრულად სახელმწიფოა და ემეგობრება ჩვენს მტერს და ოკუპანტს, აქ კითხვების დასმა უადგილოა

როდესაც ამერიკელების და ევროპელების ინვესტიციას, რეკეტის სახით ართმევ ინვესტორებს, მათ ხარჯზე შემოგყავს კომპანია, რომელიც სრულად სახელმწიფოა და ემეგობრება ჩვენს მტერს და ოკუპანტს, აქ კითხვების დასმა უადგილოა, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასდროს უთქვამთ, რომ ირანული კომპანია უნდა შემოსულიყო.

"როცა იყო გადაწყვეტილება მისაღები, ვის უნდა გაემარჯვა, ქართულ-ამერიკულ კომპანიას, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდით, თუ ჩინურ სახელმწიფო კომპანიას, ჩემი და ამერიკელების ინიციატივით, გაგზავნილი იქნა ოფიციალური მოწვევა ჩინურ სახელმწიფო კომპანიაზე, რომ ამ კონსორციუმში მიეღო მონაწილეობა 1/3 პრინციპით. 1/3 ქართული კომპანიები, 1/3 ამერიკელები და 1/3 ჩინური კომპანიები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამ სიტუაციაში დივერსიფიცირებული რისკები იქნებოდა, არ ჩავარდებოდა განსაკუთრებული პროექტი რომელიმე მოქმედი ავტორის ხელში, განსაკუთრებით ჩინეთის ხელში. პასუხი იყო უარყოფილი, შესაბამისად გამოვცხადდით გამარჯვებულად. იგივე პოზიცია მაქვს. როცა ამერიკელების და ევროპელების ინვესტიციას, რეკეტის სახით ართმევ ინვესტორებს (იცით, 3 წელი მიმდინარეობს არბიტრაჟი) მათ ხარჯზე შემოგყავს კომპანია, რომელიც სრულად სახელმწიფოა და ემეგობრება ჩვენს მტერს და ოკუპანტს, მგონი აქ კითხვების დასმა უადგილოა.

აქვე გეტყვით, არასდროს გვითქვამს, რომ ირანული კომპანია უნდა შემოსულიყო, საუბარი იყო, რომ ირანიდან წამოსული ტვირთებისთვის ყოფილიყო სპეციალური ნებართვა შეერთებული შტატებიდან დაშვებული, რომ მიეცათ საშუალება არ დაგვეკარგა რეგიონის კარიბჭის მდგომარეობა და სტატუსი. ყველაფერ ამაზე პროვოკაცია და სიტყვათა წყობა უადგილოა“,-აღნიშნა ხაზარაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო