თინა ბოკუჩავა - ვუერთდებით „ქართულ ქარტიას” და ვდებთ პირობას, რომ გამარჯვების შემდეგ კოალიციური, მრავალპარტიული ხელისუფლება გადადგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველო დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანდეს

ჩვენ ვუერთდებით „ქართულ ქარტიას” და ვდებთ პირობას, რომ გამარჯვების შემდეგ კოალიციური, მრავალპარტიული ხელისუფლება გადადგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველო დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელის მოწერის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ქარტიის” ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები გაიწერა, რომლის გადადგმის შემთხვევაშიც საქართველოს შეუძლია, რომ ევროკავშირთან წარმატებით მოლაპარაკებები გახსნას.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა და მიზანი, რომლის გადარჩენაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ დოკუმენტის ფარგლებში გაიწერა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები, რომლის გადადგმის შემთხვევაშიც საქართველოს შეუძლია, რომ წარმატებით გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ამიტომ მივიჩნიეთ აუცილებლად, რომ “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას” ხელი მოეწერა აღნიშნულ დოკუმენტზე, ჩვენ ვუერთდებით ამ დოკუმენტს და ვდებთ პირობას, რომ გამარჯვების შემდეგ კოალიციური, მრავალპარტიული ხელისუფლება გადადგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველო დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანდეს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება