ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, პრეზიდენტის პრესმდივანზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამის ეჭვი არ არსებობს. „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოები ჩვენი მთავარი პარტნიორები არიან. მათთან ჩვენი ურთიერთობების მთავარ თემებზე ვისაუბრებთ, მათ შორის ორმხრივ ფორმატში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი სამიტში მონაწილეობას ონლაინ ან პირადად მიიღებს.

იტალიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი 13-15 ივნისს გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება