ქალაქ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი სტადიონის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

„ახალ, ხელოვნურ საფარიან საფეხბურთო სტადიონზე აშენდა 2000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა და დამონტაჟდა სტადიონის განათებისა და გახმოვანების სისტემები. სტადიონის კომპლექსი მოიცავს უეფას სტანდარტებით (II კატეგორია) გათვალისწინებულ აუცილებელ ყველა სივრცეს: გასახდელებს, საშხაპეებს, სწრაფი კვებისა და ტელერეპორტაჟების სივრცეებს და სხვა სამეურნეო და ტექნიკურ სათავსოებს. სტადიონი აღჭურვილია თანამედროვე სახანძრო სისტემით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

პროექტი განხორციელდა ენერგოეფექტურობის ღონისძიებებით, რაც ითვალისწინებდა გათბობა-კონდიცირების, ვენტილაციის და განათების სისტემების ენერგოდამზოგ გადაწყვეტებს, გადახურვისა და კედლების თბოიზოლაციას.

ახალი საფეხბურთო სტადიონი ხელს შეუწყობს ქალაქ მარნეულისა და რეგიონის ახალგაზრდებში ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და უმასპინძლებს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ტურნირებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება