სრულიად განახლებული როუმინგის შეთავაზება „სელფისგან“ - მეტი ინტერნეტი და Google Maps საჩუქრად

„სელფი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებელს სრულიად განახლებულ როუმინგის მომსახურებას სთავაზობს.

„სელფის“ ინფორმაციით, როუმინგის ახალი შეთავაზება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავისივე ნომრით ისარგებლოს დაბალი ტარიფით მსოფლიოს მასშტაბით, მიიღოს გაცილებით მეტი ინტერნეტი და ყოველგვარი ხარჯის გარეშე გამოიყენოს Google Maps.

მათივე ცნობით, მეტი მოხერხებულობისთვისა და საჭიროებაზე უკეთ მორგებისთვის, „სელფის“ როუმინგი მომხმარებელს სთავაზობს ორი ზონის არჩევანს იმისდა მიხედვით, თუ სად აქვს დაგეგმილი მოგზაურობა. ესენია: ევროპა + თურქეთი + უფასო Google Maps, მსოფლიო + უფასო Google Maps

„ინტერნეტ პაკეტების მოქმედების ვადა 30 დღეა.

Euro Pass

  • 1GB + Google maps ფასი: 10 ₾
  • 3GB + Google maps ფასი 25 ₾
  • 5GB + Google maps ფასი: 35 ₾
  • 10GB + Google maps ფასი: 65 ₾

Continental Pass

  • 1GB + Google maps ფასი: 15 ₾
  • 3GB + Google maps ფასი 35 ₾
  • 5GB + Google maps ფასი: 55 ₾
  • 10GB + Google maps ფასი: 100 ₾

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სელფის ვებგვერდს“, - აღნიშნულია „სელფის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება