აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეხვედრები გამართეს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტისას, შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის წევრებმა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა და ძირითადი მიმართულებები გააცნეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტო“ დირექტორი სალომე დოლიძე.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის, კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ხელშეწყობის, სამედიცინო მომსახურების მიზნით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, გერმანიის რესპუბლიკაში ვიზიტისას, საფეხბურთო კლუბ აინტრახტის პრეზიდენტთან აქსელ ჰელმანთან გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით ხედვებსა და პოლიტიკას.

შეხვედრის მონაწილეებმა ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული საკითხები განიხილეს.

„ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი მიზანი გვაქვს - ჩვენს საკუთარ სახლში დაბრუნება, ყოველი ჩვენი ფიქრი, ყოველი ჩვენი მოქმედება, განცდა უნდა იყოს ამის ირგვლივ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ პროცესის ხელშესაწყობად.

ამ საქმეში კი ის თანადგომა და მხარდაჭერა, რომელიც შეხვედრების მონაწილეებმა გამოიჩინეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ბევრი კარგი, საჭირო პროექტის განხორციელებას მოვახერხებთ, ჩვენი აფხაზეთის მოსახლეობის გაძლიერების, განვითარებისა და წარმატების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება