ნათია თურნავა სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაჟდენბერგს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაესვა ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელს, ფინანსურ სექტორში კაპიტალისა და ლიკვიდურობის ბუფერების სოლიდურ მაჩვენებლებს და აქტივების მაღალ ხარისხს. საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებსა და მის განმსაზღვრელ ფაქტორებს.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ნათია თურნავას თქმით, შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის გააქტიურების დეტალები.

"საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელთან, რომელსაც გავაცანით საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური ვითარება, ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, სავალუტო ბუფერების გაძლიერების პოლიტიკა და სტრუქტურული რეფორმები. მოხარულები ვართ, რომ საერთო ჯამში სავალუტო ფონდის მისიამ დადებითაც შეაფასა ეროვნული ბანკის პოლიტიკა და გადადგმული ნაბიჯები", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, სსფ-ის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ფინანსური სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია, გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, გატარებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი.

"მიხარია, როცა ვხედავ, რამდენი რამ შეიცვალა საქართველოში ჩემი წინა ვიზიტის შემდეგ. ბოლოს აქ 2005 წელს ვიყავი, ვითარება რადიკალურად შეცვლილია მას შემდეგ, ბევრად გამოცოცხლებულია აქაურობა და ძალიან მიხარია, ამ ცვლილებებს რომ ვხედავ", - აღნიშნა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი, სებ-ის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი და მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი შალვა მხატრიშვილი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო