SANGU-ში ამერიკული დელეგაცია იმყოფება

SANGU-ში ამერიკული დელეგაცია იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, SANGU-ს ამერიკული დელეგაცია ესტუმრა, რომელთა შემადგენლობაში არიან: ფრანსუა ლეროი - გლობალური ჩართულობისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, კევინ კირბი - ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი, მარიუს ტრუტა - კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვეი ჰაუ - კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და კიბერუსაფრთხოების პროგრამის ასოცირებული პროფესორები - მაურინ დოილი, რასიბ ხანი და ტონი ცეცე.თბილისი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამერიკული დელეგაცია მიიღო ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, კანცლერმა თამაზ ვაჩაძემ და პროგრამის განხორციელებაში ჩართულმა პერსონალმა.

„მეუფე იაკობმა სტუმრებს საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა, მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გულითადი მოკითხვა გადასცა და SANGU-სა და NKU-ს წარმატებული თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო, ორმხრივი თანამშრომლობის ნათელ მაგალითად მიიჩნია.

ამერიკელი პროფესორების თქმით თანამშრომლობა, რომელიც კიბერუსაფრთხოების პროგრამის დანერგვით ხუთი წლის წინ დაიწყო იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საფუძველი ჩაუყარა ბიზნეს ინფორმატიკის და სხვა ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს.

ვიზიტის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის მეორე და მესამე მიღების ქართველი სტუდენტები, ამერიკელი პროფესორების ჩართულობით, ორი კვირის განმავლობაში ჩაერთვებიან ინტენსიურ ლექცია-სემინარებში, სამუშაო შეხვედრებსა და პრაქტიკულ სამუშაოებში. ეს მათთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან მოისმინონ ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული და მიმდინარე სიახლეების შესახებ.

2023 წლის იანვრიდან სამაგისტრო პროგრამაზე 90-მდე სტუდენტი ირიცხება, რომლებიც SANGU-ს სრული დაფინანსებით ეუფლებიან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად, მომავლის პროფესიას - კიბერუსაფრთხოებას.

პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად