ნინო წილოსანი - ალბათ, ისიც გახსოვთ, ხატია დეკანოიძე რომ იტყუებოდა, საქართველო სანქციებისგან თავის არიდების ადგილიაო

ხატია დეკანოიძის დატროლვაზე რომ აეწყობიან ოპოზიციური ტელევიზიები, რა შემოქმედებითი კრიზისი აქვთ ხომ წარმოგიდგენიათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც "ევროოპტიმისტების" დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, აქვს ინფორმაცია, რომ არსებობენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ.

„ხატია დეკანოიძის დატროლვაზე რომ აეწყობიან ოპოზიციური ტელევიზიები, რა შემოქმედებითი კრიზისი აქვთ ხომ წარმოგიდგენიათ.

ალბათ, ისიც გახსოვთ, ხატია რომ იტყუებოდა საქართველო სანქციებიდან თავის არიდების ადგილიაო.. სანამ სანქციების მონიტორინგის ჯგუფმა არ გააჩერა, იქამდე არ დაასრულა ქვეყნის მტრობა“ , - წერს ნინო წილოსანი, რომლის “პოსტსაც“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს