ისრაელი ღაზაში მყოფი კიდევ 4 მძევლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ 4 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ 51, 79, 80 და 85 წლის მძევლები ისრაელის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისში დაიღუპნენ და მათი ცხედრები კვლავ ბოევიკებს აქვთ.

„ჩვენი შეფასებით, ოთხივე მათგანი ხან იუნისში, „ჰამასის“ წინააღმდეგ ჩვენი ოპერაციის დროს დაიღუპა“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ისრაელის ხელისუფლების ცნობით, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმების დროს დაახლოებით 1 200 ადამიანი მოკლა და 251 მძევლად აიყვანა. ჯგუფმა ნოემბერში, ერთკვირიანი ზავის დროს 105 მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლა. დაახლოებით 120 მძევალი უგზო-უკვლოდ დაკარგულად რჩება. ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, დაღუპულია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება