„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები იკრიბებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები იკრიბებიან.

ისინი, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილსა და სხვა წევრებს შეხვდებიან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რამდენიმე დღის წინ, პარტიის ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით შეხვდება და მათ თავდასხმისგან მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს, გამთენიისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს რამდენიმე ათეული პირი დაესხა. მათ ხელკეტებითა და ქვებით პარტიის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება