„დიდი შვიდეულის“ ლიდერები - მხარს ვუჭერთ ჯო ბაიდენის გეგმას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით - მოვუწოდებთ „ჰამასს“, მიიღოს ეს შეთანხმება

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები სრულად უჭერენ მხარს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ შეთანხმებას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ჯგუფის ლიდერების განცხადებაშია აღნიშნული.

„დიდი შვიდეული“ კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას „მშვიდობისკენ მიმავალი სანდო“ გზის მიმართ.

„ჩვენ, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ წარმოდგენილ ყოვლისმომცველ შეთანხმებას, რომელიც გამოიწვევს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებას, ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვან და მდგრად ზრდას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმავალი სანდო გზის მიმართ, რომელიც მიგვიყვანს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

“დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები „ჰამასს“ მოუწოდებენ, შეთანხმებას დასთანხმდეს.

„მოვუწოდებთ „ჰამასს“, მიიღოს ეს შეთანხმება და მოვუწოდებთ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ გავლენა „ჰამასზე“, დაეხმარონ მას ამის გაკეთებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება