ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბრუსელში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ბელგიის დედაქალაქ ბრუსელში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია - Georgian Natural Wine Day (ქართული ბუნებრივი ღვინის დღე) გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა სახეობის 10 ქართული ღვინო იყო წარდგენილი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დეგუსტაციას 1000-მდე სტუმარი, მათ შორის, ჟურნალისტები, ბლოგერები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.

ქართული ღვინის მსგავსი მასშტაბური წარდგენა ბრუსელში მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსაც გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება