ლევან ხაბეიშვილი - 3 დღე გავიდა ჩვენი პარტიის ოფისზე თავდასხმიდან, მაგრამ გაგიკვირდებათ და 100-დან ერთი ადამიანიც არაა იდენტიფიცირებული - გვესმის, რომ ესენი არჩევნების ჩატარებას არ აპირებენ, მათი ამოცანა იქნება დაკავებები

პარტნიორებთან საუბარი გვაქვს, როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი "საარჩევნო გარემოში გადმოვიდეს". ჩვენ გვესმის, რომ ესენი არჩევნების ჩატარებას არ აპირებენ. მათი ამოცანა იქნება დაკავებები და სამართლებრივი დევნა თავისუფალი ადამიანების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, სამართალდამცავ უწყებას პარტიის ოფისზე თავდამსხმელი არცერთი პირის იდენტიფიკაცია არ მოუხდენია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე 100-მდე პირის თავდასხმიდან, სამი დღე გავიდა. გაგიკვირდებათ, ერთი ადამიანიც არ არის დაკავებული, თურმე 100 ადამიანიდან რომელიმეს იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება. ჩვენ პარტნიორებს ვუზიარებთ ინფორმაციას, რომელიც არამარტო ჩვენი პარტიის ოფისზე თავდასხმას ეხება, არამედ სხვა პარტიებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ზარებზე. ასევე, ვსაუბრობთ საარჩევნო სტრატეგიაზე, რომელიც უკავშირდება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას.

პარტნიორებთან საუბარი გვაქვს, როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი საარჩევნო გარემოში გადმოვიდეს. ჩვენ გვესმის, რომ ესენი არჩევნების ჩატარებას არ აპირებენ. მათი ამოცანა იქნება დაკავებები და სამართლებრივი დევნა თავისუფალი ადამიანების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ.

ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები არ გასვლია არავის არასდროს. ტყუილად აქვს იმედი ივანიშვილს, რომ ვინმეს შეაშინებს. საქართველო იქნება ივანიშვილის გარეშე, ევროპასთან ერთად," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით შეხვდება და მათ თავდასხმისგან მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

შეხვედრაზე აშშ-ს, ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ესტონეთის, ბულგარეთის, ესპანეთის, ავსტრიის, უკრაინისა და ჩეხეთის, ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის