ლიკანში, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ლიკანში, მესხეთის N39-ში, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

როგორც ბორჯომის მერიაში აღნიშნავენ, პროექტი ითვალისწინებს მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას, საერთო სამშენებლო და გამწვანების სამუშაოებს, საპარკე სკამებისა და სანაგვე ურნების მონტაჟს, გარე განათების, წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას.

მერის, ოთარ არბოლიშვილის თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა რეკრეაციული სივრცეებისა მოწყობა.

,,ბორჯომი ტურისტული ქალაქია, შესაბამისად, ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის გასართობი ზონების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ბორჯომის მერმა.

ბორჯომის მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება