გია ვოლსკი - ძალიან ვერ გაგახარებთ, არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით - სამწუხაროა, რომ ასეთი სიხარულით და აჟიოტაჟით ელოდებით ამ თემას

ძალიან ვერ გაგახარებთ. არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით - სამწუხაროა, რომ ასეთი სიხარულით და აჟიოტაჟით ელოდებით ამ თემას,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ შეკითხვას, მიიღო თუ არა აშშ-სგან შეტყობინება ვიზის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ამასთან, ვოლსკი გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას და აღნიშნა, რომ „სანქციები სამწუხარო და უსამართლო იქნება”.

„მთავარი ესაა ვინ დაუსვა კითხვა მეთიუ მილერს. ადამიანმა, რომელიც დაქირავებულია და ხელფასს იღებს კონკრეტულად „ნაცმოძრაობის" ფორმატიდან. საკმაოდ ყუათიან ხელფასს იღებს იმისათვის, რომ ასეთი პროვოკაციული შეკითხვები დასვას. ეს ადამიანი მაგალითია იმისა, რომ ისეთი კანონი იყოს მიღებული, რომელიც ინფორმაციას გვაძლევს თუ ვინ დასვა კითხვა. იგი მოწყვეტილია საქართველოს რეალობას და განცხადებებს აკეთებს იმისთვის, რათა ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინოს. პასუხიც მიიღო შესაბამისი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით თუ საჭიროა, ამერიკა თავს არ შეიკავებს. მთავარი გამაღიზიანებელია ის უტიფრობა, რომელსაც ამ შესაძლო გადაწყვეტილებისადმი პოლიტიკური ჯგუფები იჩენენ. სანქციები იქნება შეუსაბამო, არასწორი და უსამართლო საქართველოსთან მიმართებით.

ძალიან ვერ გაგახარებთ. არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით. თქვენი ეს მოლოდინი თუ გამტყუნდება, სწორი გადაწყვეტილება იქნება. არც პიროვნულად და არც მთლიანად საქართველოს ხელისუფლება არანაირ სანქციას არ იმსახურებს. მას 2012 წლიდან არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც დასავლეთის ინტერესებს უპირისპირდება ან რუსულ ინტერესებს სადღაც ითვალისწინებს. მაშინ, როდესაც ის ადამიანები ახლა ჟივილ-ხივილში არიან და ყელგამოღადრულები ითხოვენ დასავლეთიდან სანქციებს, 2012 წლამდე იმას აკეთებდნენ, რამაც საშუალება მისცა რუსეთს სამხრეთ კავკასიაში [შემოსვლის].

კიდევ ერთხელ, ვერ გაგახარებთ ამ თემით. არავის მისვლია შეტყობინება. სამწუხაროა, რომ ასეთი სიხარულით და აჟიოტაჟით ელოდებით ამ თემას. [სანქციები] სამწუხარო და არაობიექტური იქნება. ცუდი იქნება ზოგადად ქვეყნისთვის”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მათ სანქციების ახალი პოლიტიკა გამოაცხადეს, ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებიათ, თუმცა მათ დაწესებაზე არ იყოყმანებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება