პაატა მანჯგალაძე - მთავარი სანქციები ჩვენ უნდა დავუწესოთ „ქართულ ოცნებას“ და მის რეჟიმს - 35 კმ-ში ნამდვილი მტერი, რუსეთი დგას, ეს ხალხი კი არარსებული პრობლემისგან ხალხის დახსნაზე საუბრობს

„ქართული ოცნება“ არც ერიდება - ღიად რუსულ პროპაგანდაზე არიან გადასული - მაშინ, როდესაც 35 კმ-ში აქ, ნამდვილი მტერი, რუსეთი დგას, ეს ხალხი საუბრობს არარსებულ პრობლემაზე და არარსებული პრობლემისგან ხალხის დახსნაზე , - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ეს იმ მასშტაბის ქვეყნის ღალატია, რომ მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების სანქციები, სამოგზაურო თუ ფინანსური - არ ეყოფა.

“ქართული ოცნება” არც ერიდება, ღიად რუსულ პროპაგანდაზე არიან გადასული. საკმარისია ნახოთ მათი პროპაგანდა დასავლელი კოლონიზატორებისგან გათავისუფლება მთავარ მოთხოვნად იქცა. მაშინ, როდესაც 35 კმ-ში აქ ნამდვილი მტერი, რუსეთი დგას, ეს ხალხი საუბრობს არარსებულ პრობლემაზე და არარსებული პრობლემისგან ხალხის დახსნაზე. ეს იმ მასშტაბის ქვეყნის ღალატია, მარტო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სანქციები, სამოგზაურო თუ ფინანსური - არ ეყოფა. მთავარი სანქციები ჩვენ უნდა დავუწესოთ “ქართულ ოცნებას” და მის რეჟიმს იმისთვის, რომ ეს მავნებლობა არ გაგრძელდეს. ვიდრე ეს რეჟიმი ხელისუფლებაში იქნება, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება გამორიცხულია და ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებაზეც კი უარი უნდა ვთქვათ. იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” მოკავშირეც კი არ დარჩა, რომელიც გამარჯობას ეტყვის და ხელს ჩამოართმევს”, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს