პრემიერი - სანქციებზე საუბარი არასერიოზულია, თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ - რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს ჩვეულებრივი ტყუილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ელექტრონულ ფოსტაზე მისდით შეტყობინება სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სანქციებზე საუბარი არასერიოზულია.

„სანქციებზე საუბარი ჩვენთვის არასერიოზულია თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს ჩვეულებრივი ტყუილია, როდესაც თემა არასერიოზულია, ასეთ თემას ვერ ჩავუღრმავდებით“, - განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აშშ-ს ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა ამაზე არ იყოყმანებს. „ჩვენ სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ, ჩვენ ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია და აქ გავჩერდები, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს