თსუ-ში კიდევ ერთი სტუდენტური კაფეტერია გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის თსუ-ში კვების მეორე ობიექტი გაიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი კაფეტერია თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა დაათვალიერეს. პროექტი ხორციელდება სტუდენტური მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში.

„თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კაფეტერია მომხმარებელს ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს სთავაზობს. 18:00 საათის შემდეგ კი 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს სრულ პროდუქციაზე.

თსუ კაფეტერია, რომელშიც სტუდენტებიც არიან დასაქმებული, ძირითადად თსუ-ის 1-ელი, მე-2 და მე-6 კორპუსების, სტუდენტებსა და თანამშრომლებს ემსახურება.

თსუ კაფეტერიის ინფრასტრუქტურა სტუდენტებს სხვადასხვა აქტივობის გამართვის შესაძლებლობას აძლევს.

სტუდენტებისთვის პირველი კვების ობიექტი 2023 წელს თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში გაიხსნა, რომელიც მაღლივის, მე-11 კორპუსის (განივის), ასევე ბიბლიოთეკის სტუდენტებსა და თანამშრომლებს ემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება