ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებს ვაშლოვანში უმასპინძლა

შიდა ტურიზმის სტიმულირების, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კახეთში, ვაშლოვანში პრესტური გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ოპერატორები 3 დღის განმავლობაში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ადგილებს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლებმა დაცულ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველები და ფრინველები გადაიღეს.

პრესტურის მონაწილეებმა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტები და სალაშქრო ბილიკები შეისწავლეს. ასევე, ტერიტორიაზე არსებულ საპიკნიკე და საკემპნინგე ადგილებს გაეცნენ.

ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, გეოლოგიურ, ველო, ფოტო, კულტურულ, საფარი და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება