პრემიერი - რაც შეეხება დროებით ტურბულენტობას, რაც გვქონდა, ეს ტურბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის - საბოლოოდ მოვახერხეთ მნიშვნელოვანი რამ, ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბერში, გაანიავეს ბევრად უფრო ადრე

რაც შეეხება დროებით ტურბულენტობას, რაც გვქონდა, გასული 2 თვე, ეს ტურბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის. საბოლოოდ მოვახერხეთ მნიშვნელოვანი რამ, ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბერში გაანიავეს ბევრად უფრო ადრე, გაზაფხულზე, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი გულწრფელი ადამიანიც იყო ჩართული, მაგრამ, „აქციები ორგანიზებული იყო უცხოური აგენტების მიერ, რასაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” ვუწოდებთ“.

„მინდა მოგახსენოთ, რომ ქვეყნის სტაბილურობას არ აქვს თვისებრივი გამოწვევა. სიმშვიდეს და მშვიდობას შევინარჩუნებთ, ძალიან ბევრ არაკეთილმოსურნეს აქვს ინტერესი, რომ ამ ქვეყანაში ჯერ სიმშვიდე დაირღვეს და შემდეგ მშვიდობა, თუმცა ამის საშუალებას არავის მივცემთ. რაც შეეხება დროებით ტურბულენტობას, რაც გვქონდა, გასული 2 თვე, ეს ტურბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის. საბოლოოდ მოვახერხეთ მნიშვნელოვანი რამ, ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბერში გაანიავეს ბევრად უფრო ადრე, გაზაფხულზე. „ახალგაზრდების პროტესტი“ არის თქვენი ბრენდირება იმ ყველაფრის, რასაც ერქვა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებული აქციები.

ბევრი გულწრფელი ადამიანიც იყო ჩართული, მაგრამ, აქციები ორგანიზებული იყო უცხოური აგენტების მიერ, რასაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” ვუწოდებთ. ყველამ დაინახა, ქვეყნის ძლიერებას ვერავინ შეარყევს, რევოლუციის მოწყობა აქ შეუძლებელია. ყველამ დაინახა, რომ სახელმწიფო უკან არასდროს დაიხევს, როცა ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. ეს 2 თვე იყო მნიშვნელოვანი ამ აღქმის ჩამოსაყალიბებლად“,- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს