კახა კალაძე „ქართულ ქარტიაზე“ - ეს არის ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფება - განწირული არიან მარცხისთვის

ვიცით, რას წარმოადგენენ ეს პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები. ეს არის ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფება, რომელთა მთავარი მიზანი არის ბრძოლა ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ , - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა.

კალაძის განცხადებით, რეალურად ამით არაფერი შეიცვლება.

„ყოველთვის ასეთი მოძრაობები, პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები განწირული არიან მარცხისთვის. ძალიან კარგია ის, რომ მათი ერთად შეყრა მოხდა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რეალურად, ისინი ერთ ხაზს წარმოადგენენ. შეიძლება სხვადასხვა სახელებით და პოლიტიკური პარტიებით გამოდიოდნენ, მაგრამ ერთი პატრონი ჰყავთ, თუნდაც ეს გადაწყვეტილება არის იმ ყველაფრის დასტური, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდით“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართულ ქარტიას“ 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს ხელს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება