ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

„შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. პარტიის თავმჯდომარემ ელჩს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

პარტიის თავმჯდომარემ ნიდერლანდების მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი