ირაკლი ლექვინაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მელინე არაკელიანს შეხვდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საელჩოს ინიციატივით გამართული გაცნობითი-სამუშაო შეხვედრა სააგენტოში შედგა, სადაც მხარეებმა, ორმხრივ დონეზე, ურთიერთთანამშრომლობის ფორმატებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ უწყების 2023 წლის შედეგები და მიმდინარე აქტივობების შესახებ წარადგინა ინფორმაცია. შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში კონკურენციის და მომხმარების უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს, მიღწეულ შედეგებს და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შემუშავებულ მნიშვნელოვან აქტივობებს დაეთმო.

“ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკა და მისი ეფექტური აღსრულება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სააგენტო, თემატურად პასუხისმგებელ სამინისტროებთან კოორდინაციით, აქტიურად მონაწილეობს ამ მიმართულებებით სხვადასხვა სამოქმედო გეგმებში. კონკურენციის პოლიტიკა უკვე 10 წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ემსახურება კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებას საქართველოში და სამართლიანი ბიზნეს გარემოს ფორმირებას. ჩვენი უწყებისთვის, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე, მიზნობრივ აუდიტორიასთან აქტიური დიალოგის რეჟიმის ფორმირება ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საკითხია. 2023 წლის 16-18 ნოემბერს, ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, საქართველოში II საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ ჩატარდა, ღონისძიებას 300-ზე მეტი დელეგატი და 20-მდე ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა. საერთაშორისო კონფერენციამ, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეფასებები მიიღო“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრაზე მხარეები კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ სააგენტოსა და საელჩოს წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს