გრიგოლ გეგელია - სწორედ ეს არის კობახიძის მთავარი ფუნქცია - უღალატოს საკუთარ ერს, ემსახუროს კრემლის პროპაგანდას, თავს დაესხას საქართველოს უმთავრეს მეგობრებს და სამაგიეროდ ემეგობროს: კრემლს, „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“

სწორედ ეს არის კობახიძის მთავარი ფუნქცია - უღალატოს საკუთარ ერს, ემსახუროს კრემლის პროპაგანდას, თავს დაესხას საქართველოს უმთავრეს მეგობრებს და სამაგიეროდ ემეგობროს: კრემლს, „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელია გამოეხმაურა პრემიერ ირაკლი კობახძის განცხადებას, რომ გერმანიის ელჩი გრიგოლ გეგელიას დონემდეა დასული.

"როდესაც რუსეთის მსახური კობახიძე გერმანიას ესხმის თავს, ის არ წარმოადგენს საქართველოს ხალხის პოზიციას, არამედ მორიგ ჯერზე ასრულებს ზახაროვას და სიმონიანის დონის თუთიყუშის როლს.

სწორედ ეს არის კობახიძის მთავარი ფუნქცია - უღალატოს საკუთარ ერს, ემსახუროს კრემლის პროპაგანდას, თავს დაესხას საქართველოს უმთავრეს მეგობრებს და სამაიეროდ ემეგობროს მისნაირ ტერორისტებს: კრემლს, ჰეზბოლას და ჰამასს.

ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი მუშაობდეს სიღარიბის დაძლევაზე, შიმშილის დამარცხებაზე, ემიგრაციის რეკორდული ნიშნულის გაჩერებაზე, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობის გამყარებაზე, კრემლის იაფფასიანი თუთიყუში ისევ ჭორაობით ერთობა.

კობახიძე არ წარმოადგენს არცერთ ქართველს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ერთადერთი რასაც ის წარმოადგენს, ეს არის ივანიშვილის პოლიტიკური ანტისანიტარიის აქანდაზი.

საბედნიეროდ, მისი პარანიული თეორიების მოსმენა დიდხანს აღარ მოგვიწევს. 27 ოქტომბერს, ამ ქვეყანას ეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას სწრაფი ტემპით შეიყვანს ევროპულ კავშირში, შექმნის 1,000 ლარიან პენსიას, დაასრულებს ანაკლიის პორტს და ყველა ახალგაზრდას უზრუნველყოფს გარანტირებული პირველი სამსახურით. ეს არის ბრძოლა რომელშიც იმარჯვებს ქართველი ერი და მარცხდება კრემლის თუთიყუშები", - აცხადებს გეგელია, რომლის განცხადებასაც „ლელო“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს და არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე“.

ამ განცხადებით კობახიძე გამოეხმაურა ფაქტს, რომ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პლატფორმა X-ზე გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება გაავრცელა ისე, რომ არ მიუთითებია, ვისი მისამართით იყო გაჟღერებული კანცლერის აღნიშნული განცხადება, სადაც შოლცი აცხადებს: „ბოლო დღეებში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები. ჩვენ არ გვაქვს სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია. მათი ხმა უდავოდ უნდა ისმოდეს".

გერმანიის ელჩის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ ქართული მედიისა და საზოგადოების ნაწილს დაუტოვა აღქმა, რომ შოლცი საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებოდა, თუმცა როგორც გერმანიის საელჩოში „ინტერპრესნიუსს“ განუმარტეს, ოლაფ შოლცის ეს განცხადება გერმანიაში მიმდინარე მოვლენებისკენ იყო მიმართული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება