რუსთავის მერია - ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი სრულდება

რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია - საავტომობილო გზა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აღნიშნულ ქუჩაზე დღემდე არ არსებობდა , - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ხანძთელის ქუჩაზე პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, უკვე მოეწყო ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები და ახალი სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, ტერიტორიაზე მოეწყობა მწვანე სივრცეები.

„გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისას, მოსახლეობის მოთხოვნები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. ეს არის პროექტი, რომელიც მთელი ქალაქისთვის იყო მნიშვნელოვანი. აქ საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა, მოხდება როგორც საავტომობილო გზის, ასევე საფეხმავლო ბილიკებისა და მწვანე ზონების მოწყობა. სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია და დღეისთვის ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ინფორმაციით, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე უკვე დასრულებულია გზის სავალ მონაკვეთზე სანიაღვრე ქსელის, ტროტუარებისა და გარე განათების ქსელის, ასევე მოედნის მოწყობა, რაც ტრანსპორტის მოწესრიგებულ მოძრაობას შეუწყობს ხელს და უსაფრთხო გარემოს შექმნის ფეხით მოსიარულეთათვის.

უწყების ცნობით, ხანძთელის ქუჩიდან, მდინარე მტკვრის მიმართულებით ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რაც უხვი ნალექის შემთხვევაში, ტერიტორიის დატბორვის საშიშროებას მოხსნის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება