ზუგდიდში სპორტკომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდში სპორტკომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათვე ცნობით, გეგმის მიხედვით მუნიციპალიტეტს ახალი სპორტკომპლექსი მიმდინარე წლის ბოლომდე ექნება.

„მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

ზუგდიდის სპორტული კომპლექსის სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის კრივისა და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები და საკონფერენციო სივრცე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება