მაიკლ როთი - LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის - “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მომავლის გამანადგურებელი ინიციატივები უნდა შეწყვიტოს

LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის. “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მომავლის განადგურებისთვის ინიციატივები უნდა შეწყვიტოს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“უცხოური აგენტების კანონით” კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის შემდეგ საქართველოს მთავრობა სექსუალურ უმცირესობებს იღებს სამიზნეში. LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის. მმართველმა პარტიამ საქართველოს მომავლის განადგურებისთვის ინიციატივები უნდა შეწყვიტოს,” - წერს როთი.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აინიცირებს, მათ შორის, ცვლილებების მიხედვით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ, შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება