კატარის საგარეო უწყება - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის წინადადების საპასუხოდ ისრაელის მკაფიო პოზიციას ველოდებით

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის წინადადების საპასუხოდ ისრაელის მკაფიო პოზიციას ველოდებით, - ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა.

„ჩვენ ველოდებით ისრაელის მკაფიო პოზიციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის წინადადების საპასუხოდ მთელ მთავრობას წარმოადგენს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ღაზის სექტორის მოსახლეობის, მძევლებისა და მათი ოჯახების ხანგრძლივი ტანჯვა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისა და კრიზისიდან გამოსვლისთვის საგზაო რუკის შემუშავება უზრუნველყოს“, - აღნიშნა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო