ზურაბ ჯაფარიძე - ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13:00 საათზე - კლონს ვამზადებ

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 7 ივნისს, 13:00 საათზე, სასამართლოშია დაბარებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე.

შესაბამის ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და სასამართლოს მიერ მის სახელზე გაგზავნილ ორ სხვადასხვა უწყებას აქვეყნებს.

„ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13.00 საათზე.

კლონს ვამზადებ, მთავარია დატრენინგება მოვასწრო 2 დღეში“,- წერს ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება