არმაზ ახვლედიანი - ვვარაუდობ, სანქციები ორ ეტაპად იქნება: პირველი უახლოეს დღეებში, მეორე დარტყმა კი არჩევნებისას - ზომები, რასაც აშშ-ს მთავრობა მიიღებს, რეჟიმისთვის დამანგრეველი იქნება და „ქართული ოცნება“ ამას ვერ გაუძლებს

შეიძლება ბევრ მათგანს არც ჰქონდეს დიდი სურვილი „გლობალური ომის პარტიის“ ქვეყანაში ჩასვლის იმ ყველაფრის შემდეგ, რაც „ავნეს“ ქვეყანას და ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა ამერიკის მხრიდან მმართველი გუნდის წევრების შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, აშშ მხოლოდ სანქციებით არ შემოიფარგლება და ის ზომები, რასაც აშშ-ს მთავრობა მიიღებს, „ქართული ოცნებისთვის“ „დამანგრეველი“ იქნება.

„როგორც ცნობილია, ამერიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შემდეგ, ასეთ ფსკერზე არასდროს დაშვებულა ეს ურთიერთობები. აშშ-ს ხელმძღვანელობა, ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, წამყვანი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ნაბიჯები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ-ამერიკული ურთიერთობის პერსპექტივას. ამ ფონზე, ივანიშვილის რეჟიმი იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-თან ურთიერთობას წყვეტს, ნეიტრალურ ვექტორს კი არ ირჩევს, თავით მიექანება კრემლისკენ. რა თქმა უნდა, აშშ-ს რეაქცია იქნება უმწვავესი და კალაძე ტყუილად ელოდება იმას, რომ მას და მის გუნდს სანქციები ასცდება. ჩემი ვარაუდით, სანქციები იქნება საჯარო, ყველა გავიგებთ ვინ დასანქცირდება. სანქციები იქნება ორ ეტაპად: პირველი ნაწილი იქნება უახლოეს დღეებში, მეორე დარტყმა კი არჩევნების კვალობაზე იქნება. ამერიკა მხოლოდ სანქციებით არ შემოიფარგლება. ის ზომები, რასაც აშშ-ს მთავრობა მიიღებს, ამ რეჟიმისთვის იქნება დამანგრეველი, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ გაუძლებს.

შეიძლება ბევრ მათგანს არც ჰქონდეს დიდი სურვილი „გლობალური ომის პარტიის“ ქვეყანაში ჩასვლის იმ ყველაფრის შემდეგ, რაც „ავნეს“ ქვეყანას და ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს, უნდა ხვდებოდეთ იმას, რომ ჩასვლის აკრძალვაზე არ არის საუბარი ეს არის სანქციის მცირე პაკეტი, რაც ელით რეჟიმის შემოქმედებს. შემდეგ ასე აღარ ისაუბრებენ და ეს მერე მალე მოხდება. ასე რომ, კალაძე ნამდვილად არის ამ სიის თავში, როგორც შემოქმედი, ამ უმსგავსო ანტიევროპული და ანტიდასავლური რეჟიმისა. ამერიკას დასანქცირებისთვის ბევრი მიზეზი აქვს“,- განაცხადა ახვლედიანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო