ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 6 ივნისიდან, სამი დღის განმავლობაში ტონინო გუერას სახელობის მწვანე საღამოები გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის მწვანე საღამოები გაიმართება. ღონისძიებები სამ დღეს გასტანს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, 6 ივნისს, 14:00 საათიდან, ცნობილი იტალიელი პოეტისა და მწერლის სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში“ საზოგადო მოღვაწეების სახელზე ქართული ხეხილის იშვიათი და მივიწყებული ნერგები დაირგვება. დარგვის შემდეგ გაიმართება ორი წიგნის - „არგონავტიკა, მედეას მითი და ისტორია“ და ტონინო გუერას რომანის „თბილი წვიმა“ პრეზენტაცია.

„გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, იტალიის ელჩი საქართველოში, საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომელთა სახელობის მცენარეებიც გაშენდება.

„მწვანე საღამოების“ ფარგლებში, 7 ივნისს, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში სიმონე ძანკინისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება, ხოლო 8 ივნისს - დათო ევგენიძის კონცერტი.

„დავიწყებული ხეხილის ბაღი“ იტალიაში ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, მწერალმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ შექმნა. მცენარეთა დავიწყებული ჯიშები მიუთითებენ კულტურისა და ხელოვნების მარადიულობაზე, ასევე, წარმოაჩენენ თანამედროვე საზოგადოების წამყვან როლს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში.

„დავიწყებული ხეხილის ხეივნის“ ანალოგი 2020 წელს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღშიც შეიქმნა და მალე ყველასთვის საყვარელ ადგილად იქცა. ამის შემდეგ, ღონისძიება ტრადიციულად, ყოველწლიურად ტარდება და საზოგადო მოღვაწეების სახელობის მცენარეები მათი შთამომავლობის ხელით ირგვება.

ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში“ დარგულია სოფიკო ჭიაურელის, სერგო ფარაჯანოვის, ნოდარ დუმბაძის, რეზო გაბრიაძის, გიორგი შენგელაიას, ზაზა ურუშაძის, ნატო ვაჩნაძისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების სახელობის ხეხილის ნერგები.

ღონისძიება ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საქართველოში იტალიის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება