კონგრესმენი სტივ კოენი - ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც შოუ მიჰყავს - როდესაც ის პირველად დავინახე, ვიფიქრე: “ეს ოცნება არ არის“  - ქვეყანა, რომელიც თავისი არასამთავრობო ორგანიზაციების დაჩაგვრას ცდილობს, დემოკრატიული არ არის

ბატონ ივანიშვილს ხელისუფლება ახლა უკვე 12 წელია რაც უკავია, მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი არ არის, ის არის ადამიანი, რომელსაც შოუ მიჰყავს, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა.

„ბატონ ივანიშვილს ხელისუფლება უკვე 12 წელია რაც უკავია. მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი არ არის, ის არის ადამიანი, რომელსაც შოუ მიჰყავს. არ მიყვარს ადამიანების გარეგნობით განსჯა, მაგრამ როდესაც ის პირველად დავინახე, ვიფიქრე: “ეს ოცნება არ არის”. ის, იმ კორპორატიული ბიზნესადამიანივით გამოიყურებოდა, ავტოკრატიული ტიპის, ძალაუფლების მოყვარული ადამიანივით, რომელსაც ყველაფრის მართვა სურს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნა თავისი მიზნებისა და ინტერესების გაფართოების საშუალებად მიაჩნია… და ვფიქრობ, მან ეს დაადასტურა, ამიტომ ეს პირველი შთაბეჭდილება სწორი იყო.

ბატონი სააკაშვილი ახლა ციხეშია, უკვე საკმაო ხანია. მას საკმაოდ საშინლად ეპყრობიან. პოლიტიკური პატიმრების თაობაზე ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ვარ, ამიტომ შეშფოთებული ვარ ბატონ სააკაშვილზე, რომელიც პოლიტიკური პატიმარია. ის ცუდ მდგომარეობაში იყო და მისი სიცოცხლე შესაძლოა საფრთხის ქვეშ იყოს…

ქვეყანა, რომელიც თავისი არასამთავრობო ორგანიზაციების დაჩაგვრას ცდილობს, დემოკრატიული არ არის, ეს დასავლური ღირებულებები არ არის. და საქართველოს, როგორც ვიცით, ევროკავშირში შესვლა სურს, ეს კარგი იქნება მათთვის ეკონომიკურად. ვფიქრობ, მათ ნატო-ში ყოფნა სურთ, არ ვიცი. მაგრამ ისინი ისე ახლოს არიან რუსეთთან. სამხრეთ ოსეთიდან უნდა ესწავლათ, რომ რუსეთი მათი მეგობარი არ არის”, - განაცხადა კოენმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს