ნატალი საბანაძე - პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის „ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! - თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ბრძოლაში, რომ არასწორ მხარეს არ აღმოვჩნდეთ

პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის “ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ განაცხადა.

“საქართველოს მთავრობა ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ აჯანყებას შეუერთდა, რომლის სათავეშიც რუსეთია. უკრაინაში თავისი ომით რუსეთი არა მხოლოდ უკრაინელი ერის დამორჩილებას და თავისი გავლენის სფეროს აღდგენას ცდილობს, ის ასევე მსოფლიო წესრიგის დევესტერნიზაციას ცდილობს. უკრაინა მთავარი ფრონტია, უფრო პატარები გაჩნდა საქართველოში და სხვაგან მსოფლიოში. საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებები, ისეთები, როგორიცაა “უცხოური აგენტების” კანონპროექტი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების ჩინეთისთვის გადაცემა, “გახრწნილი დასავლეთის” შესახებ რუსული ნარატივის გამეორება და მსოფლიო ეკონომიკის დედოლარიზაციის კურსისადმი მიმხრობა - ამ ტრანსფორმაციის ნიშნებია. მაგრამ შეცდომა არ დაუშვათ, ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი და მისი მთავრობა სხვადასხვა მხარეს დგანან. სწორედ ამიტომ არის MEGOBARI Act ასე მნიშვნელოვანი. ქართველებმა თავად უნდა იბრძოლონ საკუთარი თავისთვის, როგორც ვაკეთებდით ამას, მაგრამ მეგობრები გვჭირდება. მათ, ვინც უგულებელყოფენ ჩვენს მშვიდობიან და დემოკრატიულ ნებას, ვინც გვართმევენ მომავალს, რომელიც ჩვენი შვილებისთვის გვსურს - შედეგები უნდა მიიღონ. საქართველო, როგორც ქვეყანა, თქვენი მხარდაჭერის გაგრძელებას იმსახურებს, მაგრამ პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის “ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! ეს გლობალური ბრძოლის ნაწილია. თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ჩვენს ბრძოლაში, რომ კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ არასწორ მხარეს”, - განაცხადა საბანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს