ნატალი საბანაძე - არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად სანქციები, რომლებიც, ვფიქრობ, მიზნობრივი უნდა იყოს - პიროვნებებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა, ეს მოიცავს ვიზის აკრძალვებს, ფინანსურ სანქციებს

არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად სანქციები, რომლებიც, ვფიქრობ, მიზნობრივი უნდა იყოს და პიროვნებებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა, ეს მოიცავს ვიზის აკრძალვებს, ეს მოიცავს ფინანსურ სანქციებს, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალი საბანაძემ განაცხადა.

„არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად სანქციები, რომლებიც, ვფიქრობ, მიზნობრივი უნდა იყოს, და პიროვნებებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ეს მოიცავს ვიზის აკრძალვებს, ეს მოიცავს ფინანსურ სანქციებს, მათ შეუძლებლობას გაგზავნონ საკუთარი შვილები ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში აქ, ამ ქვეყანაში [აშშ-ში].

ამას გავლენა აქვს კონკრეტულ ადამიანებზე და ისინი ინდივიდუალურად არიან პასუხისმგებლები. ვფიქრობ, ამან [სანქციებმა] გავლენა არ უნდა იქონიოს მხარდაჭერაზე, ვინაიდან ქართველებს, ქართულ საზოგადოებას, მედიას მეტი მხარდაჭერა სჭირდება დღეს.

და ასევე მჯერა, რომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება უნდა იყოს არჩევნების სიტუაციაზე ძალიან ახლოდან დაკვირვება და არჩევნების დაკვირვებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში დაფიქრება. ვინაიდან, როგორც ვთქვი, მეთოდები იხვეწება. ასე აშკარა არ არის - შეიძლება იყოს - მაგრამ დიდი სისტემა არსებობს პოლიტიკური ველის უწონასწორობაში მოსაყვანად ისე, რომ საბოლოო ჯამში არჩევნები აზრს კარგავს. იქნება შეჯიბრი, ვინაიდან არიან პარტიები და ისინი მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ეს შეჯიბრი მხოლოდ ლეგიტიმურობას იძლევა და ნამდვილი ცვლილების შანსს არა. ასე რომ, ეს უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა საბანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს