ივანე ჩხაიძე - კვლავ საკმაოდ მაღალია გრიპის დადასტურებული შემთხვევები, ფიქსირდება გრიპით გამოწვეული პნევმონია

კვლავ საკმაოდ მაღალია გრიპის დადასტურებული შემთხვევები - სამწუხაროდ, ჩვენთან ისეთი ვითარებაა, როგორიც უნდა იყოს ზამთრის განმავლობაში. მწვავე რესპირაციული ინფექციებით გამოწვეული დაავადებებით მომართვიანობა ძალიან მაღალია, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტეპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ფიქსირდება გრიპით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევებიც.

„კალენდარული წლის მეოცე კვირას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, „ბ“ გრიპის შემთხვევები ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 16%-ს შეადგენს. კვლავ საკმაოდ მაღალია. ეს არ არის დამახასიათებელი მაისის თვისთვის, ამიტომ აღვნიშნავთ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში გახანგრძლივდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური ვითარებაა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ ყველაფრის უკან პანდემიის ზეგავლენა დგას, ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ როდესაც 2 წელი, პანდემიის დროს არ გვქონდა გრიპის შემთხვევები, ღონისძიებები, რომელიც ეფექტური იყო კოვიდის წინააღმდეგ, გრიპის მიმართაც ეფექტური აღმოჩნდა. შეზღუდვების მოხსნამ განაპირობა შემთხვევების მკვეთრი მატება და გახანგრძლივება. იმედია, 2025 წელს დაუბრუნდება პანდემიამდე პერიოდს.

სამწუხაროდ, ჩვენთან ისეთი ვითარებაა, როგორიც უნდა იყოს ზამთრის განმავლობაში. მწვავე რესპირაციული ინფექციებით გამოწვეული დაავადებებით მომართვიანობა ძალიან მაღალია. ფიქსირდება გრიპით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევებიც“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!