Space International - „BTU შესაძლებლობების და განვითარების ფართო არეალს აძლევს სტუდენტებს“

15 000-ლარიანი საპრიზო ფონდით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტური ჰაკათონი „ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში“ საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ღიაა. ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდება.

ციფრული ბანკინგის პლატფორმა Space International ჰაკათონის ერთ-ერთი სპონსორია.

„ჩვენთვის, როგორც საერთაშორისო ფინტექ კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი უნივერსიტეტების მხარდაჭერა, რომლებიც შესაძლებლობების და განვითარების ფართო არეალს აძლევენ სტუდენტებს, განსაკუთრებით, ტექნოლოგიების მიმართულებით. მათ შორის არის BTU, რომელიც ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურად არის ჩართული. Space International 2020 წლიდან ქმნის საერთაშორისო საბანკო პლატფორმას და ტექ სერვისებით უზრუნველყოფს 3 კომპანიას უზბეკეთში: TBC UZ-ს, Payme-ს და Payme Nasiya-ს. ჩვენი მთავარი მიზანი მომავლის ბანკის შექმნაა, რომელიც ძირითადად AI-ზე იქნება დაფუძნებული. შესაბამისად, ამ თემატიკის ჰაკათონის მხარდაჭერა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის. წარმატებები ყველა სტუდენტს და BTU-ს, მეტი და მეტი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების შექმნის გზაზე“, - აცხადებს Space International-ის შიდა და გარე კომუნიკაციების ლიდი მარი აბულაძე.

BTU-ს ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსებს, ჩემპიონატებს და ღონისძიებებს გააერთიანებს და მასში ათასობით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას.

25 ივნისს, დემო დღეზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი. საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

I ადგილი - 7000 ლარი;

II ადგილი - 5000 ლარი;

III ადგილი - 3000 ლარი.

ჰაკათონში სტუდენტებს მონაწილეობა გუნდურად შეუძლიათ. გუნდში სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრება 2-დან 4 მონაწილემდე.

რეგისტრაციის მიმდინარეობს აღნიშნულ ბმულზე.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება