დავით ხაჯიშვილი - ჩვენს მეგობრებს კონგრესში ზუსტი შეფასება ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - ვფიქრობ, ივანიშვილი და მისი პარტია აუცილებლად დასანქცირდებიან

ჩვენს მეგობრებს კონგრესში ძალიან ზუსტი შეფასება ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ვფიქრობ, ივანიშვილი და მისი პარტია აუცილებლად დასანქცირდებიან, რადგან მათ მძევლად ჰყავთ აყვანილი საქართველო და ვაჭრობენ საქართველოს მოსახლეობის მომავლით,- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა, კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.

დავით ხაჯიშვილის განცხადებით, სააკაშვილი ქვეყნის მთავარი პოლიტპატიმარია და ალბათობა არის, რომ მის მიმართ განხორციელებული იქნას ბოროტმოქმედული საქციელები.

„ჩვენს მეგობრებს ძალიან სწორი შეფასება ჰქონდათ გუშინ კონგრესში. ჩვენი აზრით, აუცილებლად დასანქცირდება ივანიშვილი და მისი პარტია იმ ქმედებისთვის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. ვფიქრობ, დღეს ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი საქართველო, ჩვენი მოსახლეობა და ის ვაჭრობს ჩვენს მეგობრებთან, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვა, ისინი დასანქცირდებიან აუცილებლად.

სამწუხაროა, რომ ეს სანქციები მხოლოდ მათზე არ აისახება, ეს აისახება ჩვენს მოსახლეობაზე, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც კი იყო ერთი განცხადება, რომ ისინი დასანქცირდებიან, ამის შემდეგ გაუფასურდა ლარი, ინვესტორები უარს ამბობენ ქვეყანაში ფულის ჩადებაზე, ტურისტებმა გააუქმეს თავისი საგზურები საქართველოში და სამწუხაროდ, ეს აისახება ყველაზე, რადგან ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი მთელი ქვეყანა და ვაჭრობს ჩვენი მომავლით. ეს პროცესი დასრულდება 26 ოქტომბერს, როდესაც ჩვენი მოსახლეობა უარს ეტყვის ივანიშვილს და მის პარტიას.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის ქვეყნის მთავარი პოლიტპატიმარი და დიდი ალბათობა არის, რომ მის მიმართ განხორციელებული იქნას ბოროტმოქმედული საქციელები. აქედან გამომდინარე, ამ შეფასებაშიც ჩვენს პარტნიორებს ვეთანხმებით და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ გვინდა, რომ თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და ამის შემდეგ ვნახოთ ვინ ვის მოუგებს არჩევნებს“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება