ლაშა ფარულავა - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველების დაბრუნებას  მხარი არ დაუჭირა „ოცნების“ მიერ მეგობრად წოდებულმა ჩინეთმა, რაც ლუსტრაციაა იმის, რომ ივანიშვილის პარტია არის მოღალატეთა პარტია

აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველების დაბრუნებას მხარი დაუჭირა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა „ოცნების“ მიერ მეგობრად წოდებულმა ჩინეთმა, რაც ლუსტრაციაა იმის, რომ ივანიშვილის პარტია არის მოღალატეთა პარტია , - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ.

ლაშა ფარულავას განცხადებით, ივანიშვილის პარტია არის მოღალატეთა პარტია, რომელიც ქვეყანას მიაქანებს რუსულ ორბიტაზე.

„გაეროში მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ხმა მისცა უფლებას, რომ ქართველები დაბრუნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ამ რეზოლუციას ხმას არ აძლევს „ქართული ოცნების“ მიერ მეგობრად, ახალ სტრატეგიულ პარტნიორად წოდებული ჩინეთი, რაც არის კიდევ ერთი ლუსტრაცია იმისა, რომ ივანიშვილის პარტია არის მოღალატეთა პარტია, რომელიც ქვეყანას მიაქანებს რუსულ ორბიტაზე და ფაქტობრივად არის ჩვენი ეროვნული ამოცანების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება