სალომე სამადაშვილი - ნათელია გზავნილი, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას - ჰელსინკის კომისიის პოლიტიკური განაცხადიც ესაა!

ნათელია გზავნილი, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას - ჰელსინკის კომისიის პოლიტიკური განაცხადიც ესაა! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ლელოს“ დეპუტატი“ სალომე სამადაშვილი წერს.

სამადაშვილი საქართველოს საკითხზე კონგრესში გუშინ გამართულ მოსმენას ეხმაურება.

“ჰელსინკის კომისიის მოსმენა არის ფაქტების დადგენის მიზნით შეხვედრა ანუ საინფორმაციო.

საკანონმდებლო პროცესი კი, ახლა დაიწყება და მომავალი კვირების მანძილზე, სავარაუდოდ ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. ეს მათთვის, ვინც დღეს ელოდებოდა რაიმე გადაწყვეტილებას.

მთავარი კი, დღევანდელი მოსმენიდან არის შეკითხვა, რომელიც მრავალჯერ გაიმეორეს - რითი დაგეხმაროთ, ანუ ნათელი გზავნილი, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას.

დღევანდელი მოსმენის პოლიტიკური განაცხადიც ესაა“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს