ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, საზაფხულო ბაღებში მაღალი მიმართვის გამო, შესაძლოა, აპლიკანტთა რეგისტრაციის დადასტურება დაგვიანდეს, თუმცა „ეტაპობრივად ყველა დარეგისტრირდება“

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, საზაფხულო ბაღებში მაღალი მიმართვის გამო, შესაძლოა, აპლიკანტთა რეგისტრაციის დადასტურება დაგვიანდეს, თუმცა „ეტაპობრივად ყველა დარეგისტრირდება“.

ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო - ერთი საათის მდგომარეობით, უკვე რეგისტრირებული იყო 3 500-მდე აღსაზრდელი.

აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდზე მაღალი მიმართვის გამო, შესაბამისი პროგრამა ახდენს მომლოდინე აპლიკანტთა პრიორიტეტიზაციას, რის გამოც შესაძლოა დაგვიანდეს რეგისტრაციის დადასტურება.

მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე დედაქალაქში არის საკმაოდ მაღალი, თუმცა, 2024 წელს საზაფხულო ბაღების, შესაბამისად, ვაკანსიების რაოდენობაც არის გაზრდილი 18 000-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, დარეგისტრირდება ყველა აპლიკანტი. ხოლო ადგილების შევსების შემთხვევაში, მშობლებმა უნდა მიმართონ სასურველი ბაღის ადმინისტრაციას, რომელიც მათ დაეხმარებათ რეგისტრაციაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება