ირაკლი კობახიძე - თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან იქნება ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე ინფორმაცია იმ მუქარაზე, სადაც სლოვაკეთის პრემიერის გვარი გაჟღერდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მზადაა, სატელეფონო საუბრის დეტალები, სადაც მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ, უცხო ქვეყნის საგამოძიებო უწყებებს მოუყვეს და მათ მტკიცებულებები გადასცეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ბევრი რამით გვემუქრებოდნენ, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით. ამასთან დაკავშირებით და შესაბამის მუქარასთან დაკავშირებით თუ ექნება რომელიმე ქვეყანას ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულება. კიდევ ერთხელ, როცა საქმე ეხება მუქარას, სადაც გაჟღერდა სლოვაკეთის პრემიერის გვარი, თუ იქნება რომელიმე ქვეყნის მხრიდან ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება